როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ფინეთთან, რომელსაც დღეს საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება

როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ფინეთთან, რომელსაც დღეს საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება

2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველო ფინეთს შეხვდება. მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მანამ ვიდრე შეხვედრა გაიმართება, bm.ge ფინეთთან საქართველოს ეკონომიკურ კავშირების მიმოხილვას გთავაზობთ.

ვაჭრობა

ფინეთთან სავაჭრო ბრუნვა მესამე წელია მცირდება. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველომ და ფინეთმა ერთმანეთთან 15 მლნ აშშ დოლარით ივაჭრეს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16,9 მლნ აშშ დოლარი, 2023 წელს კი 19 მლნ აშშ დოლარი იყო.

ისედაც მცირე ვაჭრობის მაჩვენებლებში უმეტესი ნაწილი საქართველოში ფინეთიდან იმპორტზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ფინეთიდან 14,4 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიტანეთ. გასული წლის იანვარ-ივლისში კი ეს მაჩვენებელი 16,3 მლნ აშშ დოლარი იყო. მთავარი საიმპორტო საქონელი კარაქი და რძის პასტებია.

TOP-5 საიმპორტო საქონელი ფინეთიდან:

  1. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 3,7 მლნ აშშ დოლარი
  2. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 1,7 მლნ აშშ დოლარი
  3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 923 800 აშშ დოლარი
  4. ყველი და ხაჭო – 853 300 აშშ დოლარი
  5. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 781 800 აშშ დოლარი

 

რაც შეეხება ფინეთში ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში სკანდინავიის ამ ქვეყანაში საქართველოდან მხოლოდ 593 500 აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს მცირედით აჭარბებს (571 200 აშშ დოლარი).

TOP-5 საექსპორტო საქონელი ფინეთში:

  1. სხვა თიხები – 287 900 აშშ დოლარი
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 150 600 აშშ დოლარი
  3. ტომრები და პაკეტები შესაფუთი – 107 000 აშშ დოლარი
  4. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები – 16 200 აშშ დოლარი
  5. ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან – 9 700 აშშ დოლარი

 

FDI

ფინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ისეთივე მცირეა, როგორც ვაჭრობა/ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამში ფინეთიდან მხოლოდ დაახლოებით 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასულ წელს ფინეთიდან FDI-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -2,2 მლნ აშშ დოლარი იყო.

ბოლო ხუთი წლის ფინური FDI-ის მაჩვენებლები შემდეგია:

  1. 2024 – -2,2 მლნ აშშ დოლარი
  2. 2023 – 280 900 აშშ დოლარი
  3. 2022 – 851 300 აშშ დოლარი
  4. 2021 – 792 600 აშშ დოლარი
  5. 2020 – 723 100 აშშ დოლარი

 

ფულადი გზავნილები

ფინეთიდან მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში 1,2 მლნ დოლარის ფულადი გადმორიცხვები ფიქსირდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფინეთიდან 1,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება გასული წლების ჯამურ მონაცემებს, მაჩვენებლები 2013 წლიდან მზარდია.

  1. 2024 წელი – 1,5 მლნ აშშ დოლარი
  2. 2023 წელი – 1,3 მლნ აშშ დოლარი
  3. 2022 წელი – 1 მლნ აშშ დოლარი
  4. 2021წელი – 761 600 აშშ დოლარი
  5. 2020 წელი – 603 900 აშშ დოლარი

 

ტურიზმი

ზრდა ფიქსირდება ტურიზმის სტატისტიკაშიც. ფინეთიდან მიმდინარე წლის I-II კვარტლებში 1655 ვიზიტი დაფიქსირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1598. ზრდა 3.6%-ია.

ფინეთიდან ვიზიტების რეკორდი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც 5100 ფინელი ეწვია საქართველოს. 2020 წლის კოვიდის გამო მაჩვენებლის ვარდნის შემდეგ, ფინეთიდან ვიზიტების სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა მცირედით. 2024 წელს ჯამში ფინეთიდან 3482 ვიზიტი შედგა, 2023 წელს – 3 242, 2022 წელს კი – 2154.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…